ხალხური საკრავები

ჩონგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩონგური (მრავალმნიშვნელოვანი).
ჩონგური.jpg
ჩოგური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. ჩონგური ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (გურიასამეგრელოიმერეთიაჭარა), სხვადასხვა კუთხის ჩონგური არ განსხვავდება გარეგნულად.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩონგური, როგორც ფანდური შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: კორპუსი, სახელური და დამხმარე ნაწილები. ინსტრუმენტის კორპუსი შედგება მუცლისა და ზედა დეკისაგან, ტარი-თავისა და ყელისაგან, ხოლო დამხმარე ნაწილებია მოქლონები, ხარაკირი, ჯორა და ღილი. ჩონგური გვაგონებს შუაზე, სიგრძეზე, გაჭრილ მსხალს. საერთო სიგრძეა 978-1150 მმ.
ინსტრუმენტის მუცელი (გურიაში ტანი, აჭარაში კოდი) შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული ტკეჩებისგან, რომელიც მზადდება თუთის ხისგან. მუცელი გამობერილია. მუცლის განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5 მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. ტკეჩები სისქეა 2-3 მმ და მათ დასაკავშირებლად გაკეთებულია თხელი და ვიწრო ლენტისებური ფირფიტა, მუცელი დაკრულია 2-3 სისქის ფირფიტაზე.
ზედა დეკა (გურიაში პირი, აჭარაში სახურავი) შედგება სამი ნაწილისგან. ძირითადი, შუა ნაწილი გაკეთებულია ნაძვისაგან, მასზე მიკრულია ნახევარმთვარის ფორმის ორი ფირფიტა, რომელიც მზადდება თუთის ხისგან. ზედა დეკის ცენტრში გაკეთებულია სახმო ნახვრეტები, რომელთა დიამეტრი 2-3 მმ-ია, ისინი რომბის კონტურებს ქმნიან. კორპუსის სიღრმე 160-170 მმ-ია. ჩონგურს ოთხი სიმი აქვს (გურიაში ძაფები, ალყები, ლარები). მოკლე სიმი მესამედით ნაკლები სიგრძისაა და მდებარეობს პირველსა და მეორე სიმს შორის. დაკვრის დროს მოკლე სიმს არ ეხება მარცხენა ხელის სიმები, აქედან გამომდინარე მისი სიმაღლე არ იცვლება და ერთ გაბმულ ბგერას გამოსცემს. ბგერა პირველი სიმის მიერ გამოცემული უკიდურესი მაღალი ბგერა მოკლე სიმის მიერ გამოცემული ბგერაა.

ფანდური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
ფანდური
ფაილი
კლასიფიკაციასიმებიანი
ფანდური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში.
ტერმინ ფანდურს ვხვდებით X საუკუნის წერილობით წყაროებში. ფანდურის ტიპის სიმებიანი საკრავი აქვთ სხვა ხალხებსაც (სომხ. „ფანდირნი“, სპარს. „თანბური“, უკრ. „ბანდურა“, არაბ. „ტონბურა“ და სხვა). საქართველოში ფანდურს ზოგჯერ ჩონგურსაც უწოდებენ. ფანდური სამსიმიანია. ვხვდებით ორსიმიან ფანდურსაც (ხევსურეთში).
ფანდურის წყობაა მცირე ტერცია I და II სიმებს შორის და დიდი სეკუნდა II და III სიმებს შორის. ფანდურზე მიიღება მეტად თავისებური წყობის კილო (ტერცია და სექსტა ნეიტრალურია). ძირითადად იყენებენ სოლო ან მრავალხმიანი სიმღერის თანხლებისათვის. თუმცა მასზე შეიძლება დამოუკიდებელი ნაწარმოების (უმთავრესად საცეკვაო მელოდიები) შესრულება.

სალამური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალამური (ჟურნალი).

სალამური-ის სურათის შედეგიაქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც. როგორც ცნობილია, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულმა მასალებმა, საქართველოს ისტორიის მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, მათ შორის, ქართველი ხალხის მუსიკალურ წარსულს. მცხეთაში მოპოვებულ ექსპონატებს შორის ყურადღებას იპყრობს ქართული მუსიკალური კულტურისათვის მეტად საინტერესო ნივთი, სახელდობრ, ძვლის უენო სალამური, რომელიც 1938 წელს იქნა აღმოჩენილი სამთავროს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე. სპეციალისტ-ორნიტოლოგის, ივანე ჩხიკვიშვილის აზრით, სალამურის დასამზადებლად გედის ლულოვანი ძვალია გამოყენებული. სალამურს თავბოლო სწორად აქვს წაკვეთილი, იგი უენოა და მხოლოდ სამი მცირე ნახვრეტი აქვს ერთ მხარეს. საკრავის ზედაპირი საგულდაგულოდაა გაპრიალებული. მისი სიგრძე 19,9 სმ-ს უდრის, ჩასაბერი პირის დიამეტრი-1,1 სმ, ძირის დიამეტრი კი 1,8 სმ-ია. ძვლის სალამური საფლავში ჰქონდა ჩატანებული 14-15 წლის ბიჭს, რომლისთვისაც ჭირისუფალს ბევრი სხვა ნივთიც ჩაუტანებია, მათ შორის, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, იარაღი, ტანსაცმელი, ავგაროზი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამას გარდა, სამარხში აღმოჩნდა ცხვრის ძვლები და ხარის თავ-ფეხის ძვლები. სწორედ ამ გარემოების გამო (ე.ი. ბიჭის ნეშტთან ერთად სამარხში სალამურისა და შინაური საქონლის ძვლების აღმოჩენის გამო) ექსპედიციის ხელმძღვანელმა ივანე ჯავახიშვილმა «პატარა მწყემსის საფლავი» უწოდა. სამარხის ინვენტარის შესწავლა საშუალებას გვაძლევს იგი არა უგვიანეს ძველი წელთაღრიცხვის XII-XI საუკუნეებს მივაკუთვნოთ, ხოლო თუ აღწერილი სალამურის ტექნოლოგიის მაღალ დონეს გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკრავი ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეზე გაცილებით ადრე ყოფილა გავრცელებული საქართველოში. ასევე იყო აღმოჩენილი ძვლის სალამური უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში, ღვთაება მზექალისადმი შეწირულ ნივთებს შორის. სალამურის არსებობა მზექალთან დაკავშირებულ საწესო საგანთა შორის მოწმობს იმას, რომ სალამური უძველესი ხანიდან წარმოადგენდა მწყემსის ატრიბუტს. ამაზე მიუთითებს აგრეთვე თქმულებები სალამურის შესახებ.სალამური - ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტი. საქართველოში გავრცელებულია, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში: ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც.

მცხეთის სალამური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მჟამად ეს სალამური ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. მკვლევარებმა ის ერთხელ უკვე ააჟღერეს და გამოაცემინეს მხოლოდ ოთხი ბგერა. რაც აბსოლუტურად საკმარისად ჩათვალეს. ეს გასაგებიც იყო, რადგან მეტს არავინ ელოდა. აღსანიშნავია რომ მკვლევარებს იმ ოთხი ბგერისთვისაც არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება. ეს არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გამართული ტეტრაქორდი, რომელიც თითქმის ათასწლეულებით უსწრებს წინ ბერძნული ტეტრაქორდების ჩამოყალიბებას. მაგრამ აღნიშნული სალამური გაცილებით მეტ საიდუმლოებას იტევს. აღმოჩნდა, რომ მასზე შესაძლებელი ყოფილა ათი ბგერის გამოცემა არა გადაბერვის პრინციპით, არამედ საკრავის სხვადასხვა მიმართულებით დახრის შედეგად მიიღება შვიდი განსხვავებული ტეტრაქორდი, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ბგერათ სისტემას.
დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა დადიაპაზონით. უენო სალამური წარმოადგენს გრძელ მილს, დაახლოებით 380-400 მმ სიგრძისას, რომელზეც 7-8 თვალი კეთდება. ზოგჯერ თვალი კეთდება მეორე მხარეზეც, საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია, თუ საკრავი ხისაა, აჭრელებენ. უენო სალამურის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ცოტა ძლიერი ჩაბერვით სალამურის დიაპაზონი იზრდება. უენო სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში (ქართლიკახეთიმესხეთითუშეთიფშავი). ენიანი სალამური კი 230-260 მმ სიგრძის მილს წარმოადგენს. თავი წაკვეთილია. გაკეთებულია 5 ან, უფრო ხშირად 6-8 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა 1-2 თვალს შუა. ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს (12-15მმ), რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში). უენო სალამური უფრო ხშირად ჭერმის, ან დუდგულის ხისგან მზადდება, ენიან სალამურს კი ლერწმისაგან ან ლელისაგან ამზადებენ. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია: მას უფრო მდიდარი ბგერა, დიდი დიაპაზონი და ნიუანსირების მეტი უნარი აქვს. ენიანი სალამურის დამზადება გაცილებით რთულია და ოსტატის გამოცდილ ხელს მოითხოვს. ლერწმის პროპორციულად განვითარებული ლულოვანი ღერო ფრთხილად უნდა მოიჭრას, თავიდან ბოლომდე გაიხვრიტოს და როგორც ღრუ, ისე ზედა პირი სათანადოდ დამუშავდეს. სალამურის დასამზადებლად გამოსადეგი ღერო, «შვეტი» (ხალხური გამოთქმაა, სწორს თანაბარზომიერად განვითარებულს ნიშნავს) უნდა იყოს. შემდეგ ღერო თავთან გეზად აიჭრება, ღეროს აჭრილ ნაწილთან - სასტვენელთან სალამურის ენას ჩასვამენ. ზედაპირზე ენა ოდნავ ათლილია. მხოლოდ ამ ნაწილით უნდა გაატაროს მან ჰაერი, სხვა ნაწილით კი მთლიანად დაგმანოს სასტვენის ყელი. ეს უკანასკნელი ბოლოში სულსაქცევის თაღისებური პატარა «კილოთი» თავდება. «კილოსა» და ენის ანაჭერის გასწვრივ ხაზზე უნდა ამოიჭრას ექვსი მრგვალი თვალი. ეს თვლები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით (2 სმ.) უნდა ამოიჭრას. ამრიგად ენიან სალამურს სულ 8 თვალი გააჩნია.

No comments:

Post a Comment